ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ - ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანზე

საქართველო, თბილისი - 14:30 | 27.07.2021
ნანახია: 628

თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.

მოგვიანებით, თეა წულუკიანმა თეატრის სცენიდან, "მთავარი არხის" მიკროფონის თანხლებით, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ მიკროფონს მხოლოდ 3 ოქტომბერს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებს.

"მთავარმა არხმა" კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე