გიორგი კაპანაძეს და "მთავარი არხის" ჟურნალისტს ინტერვიუს დროს კორპუსიდან წყალი გადმოასხეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 14:07 | 27.07.2021
ნანახია: 588

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი კაპანაძესთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჟურნალისტსა და რესპონდენტს კორპუსიდან წყალი გადაასხეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

მოგვიანებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტს იმავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ალბათ წყლის გადასხმას იმსახურება.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც საელჩოებს, სახალხო დამცველსა და კომპეტენტურ პირებს რეაგირებისკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე