ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 27.07.2021
ნანახია: 440

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე უხვი ნალექის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. რამდენიმე სახლში წყალი პირველ სართულზე შევიდა და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.

ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულს უკვე უახლოვდება, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საგანგაშო ვითარებაა მდინარე ენგურზე, სადაც წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე