ქორწილსა და სუფრაზე წასვლის ნაცვლად, ავიცრათ - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 12:01 | 27.07.2021
ნანახია: 395

ქორწილსა და სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„თანახმა ხართ, მხარს დაუჭერთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი? მაგრამ თუ ჩვენ ყველა, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრებას დიდი თავყრილობით, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ასე შემდეგ, ამას თუ გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ არ გვექნება ამდენი შემთხვევა. იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში, სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე