ფაიზერზე 153 000 ადგილია დაჯავშნული, კიდევ 100 000-ის მარაგი გვაქვს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:48 | 25.07.2021
ნანახია: 848

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ფაიზერის" ვაქცინაზე დაჯავშნულია 153 000 ადგილი და ქვეყანაში კიდევ დაახლოებით, 100 000-ის მარაგია.

"გუშინ ჩვენ დაახლოებით 161 000 ჯავშანი გამოვიტანეთ Pfizer-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ჩვენ პირველ დოზაზე, დაახლოებით, 100 000-ის მარაგი ქვეყანაში არის და კიდევ შემოვა თანდათანობით.

საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტრომ დავალება მიიღო პრემიერმინისტრისგან, რომ ხელმისაწვდომობისთვის უფრო გაიშალოს აცრების გეოგრაფიული არეალი. მოლებზეა საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული", - თქვა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე