იერუსალიმში ტერორისტების თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 04.02.2016
ნანახია: 1768

ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა იერუსალიმში ტერორისტების თავდასხმისას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელების ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღი, დანები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ.

თავდასხმა ძველ იერუსალიმში მოხდა. პოლიციელებმა ტერორისტები შემოწმების მიზნით გააჩერეს, რის შემდეგც მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ პოლიციელებმა მასშტაბური თავდასხმა აღკვეთეს, რომელსაც მოკლული ტერორისტები გეგმავდნენ.

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მსგავსი ინციდენტები ფაქტობრივად ყოველდღე ხდება. თავდასხმებისა და საპასუხო ზომების შედეგად 25-ზე მეტი ისრაელელი და 150-მდე პალესტინელია მოკლული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე