საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 13:30 | 25.07.2021
ნანახია: 467

საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6.6%, ბოლო 14 დღის –  5,66 %, ბოლო შვიდი დღის –  6,3 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 402 759  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 373 088  გამოჯანმრთელდა, 5 688 კი, გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე