მომდევნო კვირიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პირდაპირ მივიდნენ ლინიკაში და აიცრან - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 18:40 | 24.07.2021
ნანახია: 563

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მომდევნო კვირიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, პირდაპირ მივიდნენ კლინიკაში და აიცრან.

"ვინმემ რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37-ვე დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც გაივლის რეგისტრაციის პირველი ტალღა, იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, რომლებიც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან, შეიძლება, პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება, ეს რეჟიმი უკვე მოქმედებს Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებზე", - თქვა გაბუნიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე