"ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 10:27 | 24.07.2021
ნანახია: 385

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.

"ფაიზერით" იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ამასთან, "ფაიზერით" ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22-ს.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე