ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 22.07.2021
ნანახია: 338

ტოკიოს ოლიმპიადის გახნის ცერემონიალის დირექტორი, კომედიური ჟანრის მსახიობი კენტარო კობაიაში ჰოლოკოსტთან დაკავშირებული შეუფერბელი ხუმრობის გამო გაათავისუფლეს.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა კობაიაში თამაშების გახსნის წინა დღეს გაათავისუფლა.

კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, "აღმოჩნდა, რომ წარსულში კობაიაშიმ დასცინა ისტორიის ამ მეტად ტრაგიკულ ეპიზოდს (ჰოლოკოსტს)".

მისივე თქმით, კობაიაშიმ ბოდიში მოიხადა მისი გამონათქვამების გამო და თანამდებობიდან წასვლის მზადყოფნა თავად გამოთქვა.

1998 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ  კენტარო კობაიაში ისვრის მამაკაცის ქაღალდის ფიგურებს და სთავაზობს "ჰოლოკოსტი ითამაშონ".

3 დღით ადრე, თანამდებობიდან გადააყენეს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კომპოზიტორი. მისი გადაყენება უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც 1994 წელს არის ჩაწერილი და სადაც იგი სინანულის გარეშე ყვება, თუ როგორ ძალადობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანაკლასელებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე