საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 18 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 10:57 | 22.07.2021
ნანახია: 601

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე