ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 22.07.2021
ნანახია: 470

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კარიერული დიპლომატი ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბასი, აშშ-ს ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში, წარდგენილი იქნება სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მენეჯმენტის საკითხებში.

ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის ელჩად 2009-2012 წლებში მუშაობდა. ის იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ავღანეთსა და თურქეთში.

ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე