დელტა შტამი მსოფლიოში მალე დომინანტური გახდება - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 17:14 | 21.07.2021
ნანახია: 826

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის დელტა შტამი მომდევნო თვეების განმავლობაში ვირუსის ძირითადი ტიპი გახდება მსოფლიოში.

 „მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად მოიპოვებს უპირატესობას სხვა ვარიანტებზე და მომდევნო თვეებში დომინანტური გახდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

ჯანმო-ს მონაცემებით, ზოგიერთ დიდ ქვეყანაში აღნიშნული შტამი COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების მეოთხედს წარმოადგენს. კერძოდ ეს ქვეყნებია: რუსეთი, ავსტრალია, ბანგლადეში, ბოტსვანა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, დანია, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, პორტუგალია, სინგაპური და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ჯანმო-ს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 3,4 მლნ შემთხვევა. რაც 12 პროცენტით მეტია წინა კვირასთან შედარებით. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახლანდელი ტენდენციის შენაჩუნების შემთხვევაში, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 200 მლნ-ს გადააჭარბებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე