გერმანიის ხელისუფლებამ, წყალდიდობის ზონაში გადარჩენილების პოვნის იმედი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 21.07.2021
ნანახია: 628

გერმანიის ხელისუფლებამ, წყალდიდობის ზონაში, სადაც 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაიკარგა, გადარჩენილების პოვნის იმედი დაკარგა.

 „ამ დროისათვის ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ უკვალოდ დაკარგულებს გზის გაწმენდის ან სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის პროცესში. მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, სავარუდოდ, მხოლოდ დაღუპულების პოვნა უფრო შესაძლებელია, ვიდრე გადარჩენილების“, - განუცხადა გერმანიის ტექნიკური დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ საბინე ლანკერმა მედიას.

გასულ კვირას დასავლეთ გერმანიას ციკლონი ბერნდი დაატყდა თავს. კვირის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიისა და რეინალდ პფალცის რაიონებში. ძლიერი ნალექის შედეგად ადიდდა  მდინარეები, რამაც დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უდიდესი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე