მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა - დეკანოზი თამაზ ლომიძე

საქართველო, თბილისი - 19:03 | 20.07.2021
ნანახია: 632

მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა, - წერს ფეისბუქზე  დეკანოზი თამაზ ლომიძე.

"გერმანიის მოსახლეობის 60% ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას.

ნუ გაიძახით თუ მაინც შეიძლება დავინფიცირდე, რაღატომ უნდა ავიცრაო. შეიძლება დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ესაა განახვავება!

ნურც იმას ამტკიცებთ მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებული შენს გვერდით შეიძლება მოკვდეს.

მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა", - წერს დეკანოზი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე