ჟენევაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიაშალა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 04.02.2016
ნანახია: 1793

ჟენევაში სირიის კრიზისის მოგვარების გზებზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. თუ ქვეყანაში იერიშები არ შეწყდება, სირიის ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებს.

სირიის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სტაფან დე მისტურას განცხადებით, მოლაპარაკებები 25 თებერვლამდეა შეჩერებული.

სირიის ტერიტორიაზე კი ასადის არმიამ ორ ქალაქზე, ნუბულსა და ზაჰრაზე, კონტროლი აღადგინა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასადის რეჟიმს მოუწოდებს, სირიის ოპოზიციაზე შეტევა შეწყვიტოს, რათა კრიზისის მოგვარება მშვიდობიანი გზით გახდეს შესაძლებელი

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე