უმცირესობათა უფლებები საკვანძო საკითხია ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 19.07.2021
ნანახია: 539

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, უმცირესობათა უფლებების და მრავალფეროვნების პატივისცემა საკვანძო საკითხია ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებში. ამის შესახებ შარლ მიშელმა ბათუმში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.

"მე ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი, პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში", - აღნიშნა შარლ მიშელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე