პარლამენტთან ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:05 | 18.07.2021
ნანახია: 568

პარლამენტის შესასვლელთან პარტია ლელო-ს წევრები გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

ისინი პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ და პოლიციისგან ითხოვდნენ განმარტებას, რატომ არ უშვებდნენ შენობაში, როცა მათ სახელზე საშვები იყო დაშვებული, პოლიცია კი მათ ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ლელო-ს წარმომადგენლებმა ტერიტორია არ დატოვეს, სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე