ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს - ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:28 | 17.07.2021
ნანახია: 601

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კათალიკოს პატრიარქს შეხვდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან ილია მეორისგან რჩევები და მოსაზრებები მოისმინა, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.

"შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს", წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე