კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ციციშვილის კლინიკა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 17.07.2021
ნანახია: 716

ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კრიტიკულად მძიმეა ჩვილი, რომელსაც დელტა შტამი დაუფიქსირდა.

"რეანიმაციულ განყოფილებაში 18 პაციენტია, ამათგან ორი ჩვილია, რომელთა მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა და რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი კრიტიკულად მძიმეა", - ამბობს კლინიკის წარმომადგენელი.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელსაც ალფა შტამი (ე.წ.ბრიტანული შტამი) დაუდასტურდა, 16 ივლისს გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე