ვაქცინაციის პორტალი არ მუშაობს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 14.07.2021
ნანახია: 863

ვაქცინაციის პორტალი https://booking.moh.gov.ge არ მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ვებგვერდი ამ დრომდე არ მუშაობს.

მოქალაქეების განცხადებით, ვაქცინაციის ცხელ ხაზზე, სადაც სატელეფონო ზარის საშუალებით არის შესაძლებელი რეგისტრაცია, არავინ პასუხობს.

ჯანდაცვის სამინისტრო შეფერხების შესახებ არაფერს იუწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე