4 ტელეკომპანია პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 14.07.2021
ნანახია: 992

პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია, "მთავარი არხი", "ფორმულა", "კავკასია" და "ტვ პირველი" მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.

დღის განმავლობაში ტელეკომპანიების ეკრანებზე 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, მთავრობის გადადგომის და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნები იქნება გამოსახული.

მანამდე, რეგიონულმა მაუწყებლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ,  ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების ორგანიზებით, 11 ივლისიდან საპროტესტო აქციები იმართება თბილისში, პარლამენტის წინ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე