"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების მიუკერძოებელი გამოძიებისკენ

საქართველო, თბილისი - 22:00 | 13.07.2021
ნანახია: 605

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების მიუკერძოებელი გამოძიებისკენ.

"დღეს ასობით ჟურნალისტი შეიკრიბა "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ხსოვნის პატივის მისაგებად, რომელიც ექვს დღეში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ულტრა-მემარჯვენე თავდამსხმელებმა სცემეს. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ოფიციალური გამოძიებისკენ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გუშინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებდა გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაეტარებინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე