ქართული ოცნების ოფისს წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს

საქართველო, თბილისი - 23:17 | 12.07.2021
ნანახია: 782

ქართული ოცნების ოფისს აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მათ აქტივისტებს არ მისცეს პლაკატების და სტენსილების შეტანის უფლება,  რის შემდეგაც აქტივისტებმა  ოცნების ოფისის შენობას კვერცხები და წითელი საღებავები ესროლეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ.

ტვ  პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს მოძალადეებმა  სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.

შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს.

ფოტო: ტაბულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე