პრეზიდენტი: ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 03.02.2016
ნანახია: 1666

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი სირთულეების მიუხედავად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს და განვითარდეს  ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკა, ამითხელისუფლება დაიცავს ყველაზე ფასეულს, საკუთარ  მოქალაქეთა სიცოცხლეს.

მისი თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შვების მიცემაა.

„უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის დიფერენცირების გზით, უნდა განვავითაროთ სოციალური ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა, გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე