გიორგი მარგველაშვილი: ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ
საქართველო, თბილისი - 15:25 | 03.02.2016 ნანახია: 1844
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ის კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ჩვენი სტრატეგიულმიზანს: საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში - ევროპულ სახელმწიფოთა დიდ თავისუფალ გაერთიანებაში.
ამისთვის ევროპული საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემები უნდა გაძლიერდეს. "ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის, ბიზნესის კეთების, ეკონომიკური თავისუფლების, მილიტარიზაციის ინდექსის მიხედვით მრავალ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს და უდავო ლიდერია რეგიონში. თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის საჭიროა გაძლიერდეს სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები.
გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება:
„თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე. უნდა დაიხვეწოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პირობები,რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გამსხვილებას და ამავე დროს გაზრდის მათ მხარდამჭერების რიცხვს. პოლიტიკური ტრადიცია როდესაც არსებობს ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსი უნდა შეიცვალოს უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური პალიტრით."-განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდოს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გაძლიერდეს თითოეული მოქალაქის ხმა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის უმთავრესი დასაყრდენიც აქტიური მოქალაქეა.
პოლიტიკა
- საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
- კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - სახალხო დამცველი
- თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს - კობახიძე
- წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ - საია-ს თავმჯდომარე
საზოგადოება
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მსოფლიო
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















