ქართული ოცნების ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:53 | 11.07.2021
ნანახია: 611

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის თაზო ახობაძე, ნიკა ფარულავა და გიორგი კაპანაძე.

მმართველი პარტიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია - ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე 5 ივლისს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადეები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ.

აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები და აქტივისტები ქართული ოცნების მთავრობის გადადგომა მოითხოვენ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე