სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა, გასროლილი ქვისა, წიხლებისა და შეფურთხებებისა - მეუფე გრიგოლი

საქართველო, თბილისი - 14:47 | 11.07.2021
ნანახია: 598

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ტვ პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი მაცნობეს, რომ გარდაიცვალა 5 ივლისის  მოვლენებისას დარბეული, ნაცემი ერთ-ერთი ოპერატორი, არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ჩვეულებრივ მოვლენად არის ცნობილი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული კითხვა ჩნდება - ვის წირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა. ის რომ ესეთი მასშტაბის ღონისძიებები იგეგმება, ღონისძიება როცა თემა არის 2 ჯგუფს შორის კონფრონტაციული ხასიათის და ათასობით ადამიანი იყრის თავს, სასწაული უნდა მოხდეს რომ მსხვერპლი არ იყოს.

არ მეგულება თქვენ შორის ადამიანი, ვისაც მოეწონა ის რაც ხდებოდა. თვითონ ის იდეა რის დემონსტრირებასაც ცდილობდა ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს პარადის ჩატარება რა თქმა უნდა მიურებელია. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა თუ იმ წიხლებისა და შეფურთხებებისა", - თქვა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე