ასტრაზენეკას მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება

საქართველო, თბილისი - 14:19 | 10.07.2021
ნანახია: 586

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იწყება ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება.

ცენტრის ინფორმაციით, თავად აცრის პროცესი 12 ივლისს დაიწყება.

რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:

www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" 43 200 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინაცინით აცრა შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე