საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 00:28 | 09.07.2021
ნანახია: 521

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 23:22 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა.

ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე დღის განმავლობაში საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისის სიახლოვეს იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე