მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 12:42 | 08.07.2021
ნანახია: 471

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მოსახლეობის მოლოდინები რეალისტურია, ვინაიდან მალე ქვეყანაში შემოვა ფაიზერის პრეპარატი.

„მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“. მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფასს დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში - „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე