უსაფრთხო მედიაგარემოსთვის - ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 07.07.2021
ნანახია: 618

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები 5 და 6 ივლისს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, უწყებამ ყველა პუტინისტი დააკავოს, ვინც მათზე და მათ კოლეგებზე იძალადა.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე