დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა - ეკატრინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 11:49 | 07.07.2021
ნანახია: 495

აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მისი თქმით,აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც ჩვენ მოვახდენთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ევროპული ტრადიცია ვერ იქნება“,-განაცხადა ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე