ივლისის პირველ კვირაში შემოვა „ფაიზერი“ და ორი ჩინური ვაქცინა - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 15:30 | 25.06.2021
ნანახია: 875

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა სამი დასახელების ვაქცინა. ორი ჩინური წარმოების - "სინოფარმისა" და "სინოვაკის" და ერთი ამერიკული წარმოების - „ფაიზერის“ ვაქცინები.

ამასთან, ივლისის პირველ დეკადაში შემოვა "ასტრაზენეკას" ვაქცინაც.

„ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, რომელსაც საქართველო 22 ივნისისთვის ელოდა, სავარაუდოდ, ივლისის პირველ დეკადაში შემოვა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 25 ივნისს მიმდინარე ვებინარზე.

25 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 248 545 ადამიანი. ორჯერადად აცრილია 90 870 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე