ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 23:41 | 24.06.2021
ნანახია: 577

ურეკში, სასტუმროში "ვილა 4" ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამ სართულიანი სამტუმროს მესამე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი ქვედა სართულებზეც გავრცელდა.

მეხანძრე მაშველებმა შენობიდან მოქალაქეები გაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 10 ეკიპაჟია მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე