უკრაინის ეკონომიკის ლიტველი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 03.02.2016
ნანახია: 1897

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი აივარას აბრომავიჩუსი თნამდებობიდან გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება რეფორმების გატარების შეუძლებლობით ახსნა.

”დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ქვეყანაში სისტემური და საჭირო რეფორმების ბლოკირების მკვეთრად გააქტიურების გამო”, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

აივარას აბრომავიჩუსი ლიტველია, ის უკრაინის მინისტრის პოსტს 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. აბრომავიჩუსი ბიზნესმენი და კომპანია East Capital-ის თანამფლობელია.

მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე