ფილმ ”პუტინის”ავტორებმა დი კაპრიოსთან რუსეთის პრეზიდენტის როლის შესრულების შესახებ შეთანხმება უარყვეს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 03.02.2016
ნანახია: 2042

კინოკომპანია Knightsbridge Entertainment-ის წარმომადგენელმა ინფორმაცია ლეონარდო დი კაპრიოს მიერ ფილმში ”პუტინი” მთავარი როლის შესრულების შესახებ უარყო. ამის შესახებ რია ნოვოსტი კომპანიის ტოპ-მენეჯერზე ვალერი საარიანზე დაყრდნობით იუწყება.

”ჩვენ არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია, არ ვიცი საიდან გაჩნდა ინფომაცია დი კაპრიოსთან შეთანხმების შესახებ”, - განაცხადა მან. საარიანი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის წყარო შესაძლოა გამხდარიყო გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია. მსახიობმა ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის როლის შესრულების სურვილი გამოთქვა.

საარიანის თქმით, კასტინგში ოთხი მსახიობი მონაწილეობს და ფილმს ორგზის ოსკაროსანი რეჟისორი გადაიღებს.

ფილმის გადაღებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე