სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 14:03 | 24.06.2021
ნანახია: 485

„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად რეკომენდაციები კვლავ უნდა დაიცვას.

"ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეებში პირბადის ტარებს ვალდებულება მოიხსნა, აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ჯერჯერობით, სანამ მოსახლეობის დაახლოებით 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე