კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

საქართველო, თბილისი - 12:08 | 24.06.2021
ნანახია: 510

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა.

„ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ გადაუხდელ ჯარიმებზე“, – განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე