რუსეთმა აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 03.02.2016
ნანახია: 1858

რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.

ამჯერად, ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე მოგზაურობა ხუთ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანს აუკრძალა.

მათ შორის, იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი შეფი, ალბერტო გონსალესიც მოხვდა, ასევე იუსტიციის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის რუსეთის საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის გაფართოებაზე. სიაში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან კავშირში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ შემოღებულია ეკონომიკური სანქციები, ასევე აკრძალული აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე