1-ლი ივლისიდან რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 24:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველო, თბილისი - 12:32 | 22.06.2021
ნანახია: 1104

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგ, მხოლოდ 12:00 საათამდე იმუშავებენ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც.

"შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე