ოკუპაციის შემდეგ არც ერთ უკრაინულ დასს არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 14:31 | 21.06.2021
ნანახია: 693

ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ არც ერთი უკრაინული დასი არც არასდროს წასულა და არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შესახებ საუბრისას.

"სულ ვადარებ ხოლმე უკრაინის ხელოვნების სამყაროს, როდესაც ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ არც ერთი უკრაინული დასი არც არასდროს წასულა და არ გაუმართავს სპექტაკლები რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში და ამავე დროს, ვინც ასეთი რამ ჩაიდინა, მათ ძალიან მძიმე საფასური გადაიხადეს საზოგადოების მხრიდან.

ამ უმძიმეს მდგომარეობაში, როდესაც გახელაძე არის ტყვეობაში, როდესაც ბებუა არის ტყვეობაში, რა თქმა უნდა, მე არ მესახება ნორმალურად სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანების მიერ ასეთი ქმედება", - თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე