ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, სულ 20 შემთხვევა გვაქვს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 20:11 | 19.06.2021
ნანახია: 901

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყანაში სულ ამ შტამით ინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა.

"18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად". – თქვა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე