გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა 14 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 09:33 | 03.02.2016
ნანახია: 1547

გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში 14 საათზეა ჩანიშნული.

ეკონომიკა, სოციალური ვითარება, საგარეო ურთიერთობები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ადამიანის უფლებები. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პრეზიდენტი დეპუტატებთან შეხვედრის დროს გაამახვილებს ყურადღებას.

გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრებს. პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, მარგველაშვილი დეპუტატებს რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გააცნობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე