ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 19.06.2021
ნანახია: 416

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი და სასულიერო პირო ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს. რაისის საარჩევნო შტაბის უფროსის ჯამალ ორფის განცხადებით, 28,6 მლნ ხმის დათვლის შემდეგ ის ხმების 50 პროცენტზე მეტს აგროვებს.

მისივე თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია და ხმების დათვლა გრძელდება. ორფის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 28,6-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო, რაისმა  კი ამ დროის მონაცემებით, 17,8 მლნ ხმა დააგროვა. მისმა კონკურენტებმა - მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მლნ-ზე, ჰემთიმ - 2,4 მლნ-ზე მეტი, ღაზიზადე ჰაშემმა კი - 1 მლნ ხმა.

ირანის პრეზიდენტი,  სულიერი ლიდერის შემდეგ ქვეყანაში  მეორე პირია, რომელსაც ოთხი წლით ირჩევენ. პრეზიდენტს პოტის დაკავება მხოლოდ ორი ვადით შეუძლია. გამარჯვებისთვის კანიდიდატს სულ მცირე ამომრჩველთა ხმების სულ მცირე 50 პროცენტი, პლიუს ერთი ხმა სჭირდება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე