შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 21:21 | 18.06.2021
ნანახია: 669

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო არასრუწლოვანის დედაც.

ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი ფოტოს გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე