ლევან კოღუაშვილის ფილმმა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას" კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 12:00 | 18.06.2021 ნანახია: 1966
ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი", რომელიც საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით შეიქმნა, ნიუ იორკში, „ტრაიბეკას" საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „ტრაიბეკას" კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც კინორეჟისორმა განაცხადა, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის.
„მთავარი პრიზები წამოვიღეთ, მოგვაქვს საქართველოში. მიხარია და ვულოცავ ქართულ კინოსაზოგადოებას, რადგან მე ნაწილი ვარ ამ საზოგადოების და მგონია, რომ ჩვენი წარმატებები ყველას წარმატებაა", – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, „მეოთხე ბრაიტონი" ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის.
„ცხადია, კახი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და ის ფაქტი, რომ ბატონმა კახიმ ბოლო როლი ჩვენთან ითამაშა, კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა ალბათ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და თავის სტილში შექმნილი როლია, რომელიც თან ექსცენტრიულია, თან რეალისტური, თან ძალიან მსახიობური, თან ძალიან ადამიანური, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და ალბათ ამით იყო გამორჩეული, უნიკალური მსახიობი ქართულ კინოსივრცეში და არამარტო. ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა, თან კახიმ და მისმა შვილმა, ირაკლიმ ერთად ითამაშეს. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია ეს ფილმი, მამა-შვილის ურთიერთობა ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, რადგან მამა დავკარგე „კოვიდის" პერიოდში და ბევრი ფაქტორია, რაც გაერთიანდა ამაში. კახი რომ არის, სხვა ელფერი აქვს ამას და სხვა სიხარული", – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
კინორეჟისორის თქმით, ფილმს კარგი გამოხმაურებები ჰქონდა ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემების მხრიდან, რაც მის დისტრიბუციას დაეხმარება.
„ტრაიბეკა ამით არის კარგი, რომ კარგად იფარება პრესით, პრესა აშუქებს კარგად. ფაქტობრივად, ყველა წამყვანი გამოცემა იყო წარმოდგენილი და ძირითადად ჰქონდა პოზიტიური ან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, რაც ცხადია, მნიშვნელოვან წინაპირობას აჩენს. იმედია, ეს დაეხმარება ფილმის დისტრიბუციას, რადგან ეს საკითხიც მნიშვნელოვანია ჩვენს რეალობაში. დღეს დამატებითი პრიზიც მივიღეთ „ნეტფლიქსისგან, რაც ნიშანს აჩენს, დისტრიბუციაც უფრო დაჩქარდეს იგივე „ნეტფლიქსთან", – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, ფილმს საკმაოდ აქტიური საფესტივალო ცხოვრება ექნება, ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ფილმი 10-მდე ფესტივალზე იქნება წარდგენილი.
„საქართველოში გვინდა, იყოს გვიან შემოდგომაზე, კოვიდსიტუაცია ჩაწყნარდეს ცოტა, რათა მაყურებელს საშუალება ჰქონდეს, დარბაზში ნახოს ფილმი", – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
„მეოთხე ბრაიტონი" ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.
კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის" თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
„ტრაიბეკა" დამოუკიდებელი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ტარდება ნიუ იორკში. დაარსდა 2002 წელს ჯეინ როზენთალის, რობერტ დე ნიროსა და კრეიგ ჰატკოფის მიერ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















