ერდოღანი აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის განლაგებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 17:26 | 17.06.2021
ნანახია: 292

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში თურქული სამხედრ ბაზის განლაგებას თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შუშის დეკლარაციის პუნქტები არ გამორიცხავს.

 „საკითხი (აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ბაზის) შუშის დეკლარაციის პუნქტებით არ გამოირიცხება. ახლა, მთავარია, დავიცვათ საზღვრის უსაფრთხოება, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხის შემდგომი განვითარებაც“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა 15 ივნისს შუშაში ხელი მოაწერეს სამოკავშირეო თანამშრომლობის დეკლარაციას. მხარეები შეთანხმდნენ გაეროს დადგენილების საფუძველზე ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ ერთ-ერთი მხარის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხისა და რისკების გამოვლენის შემთხვევაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე