ჩვენთან უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამი - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 14:40 | 15.06.2021
ნანახია: 673

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში უკვე გავრცელებას იწყებს კორონავირუსის დელტა ვარიანტი, ე.წ. ინდური შტამი.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

"სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან, ბრიტანულ შტამთან ერთად, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც", – განაცხადა პაატა იმნაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე