თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" და "ენგურჰესი"

საქართველო, თბილისი - 14:50 | 14.06.2021
ნანახია: 548

საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემის ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე